საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა შოთა არველაძემ უარი თქვა.
როგორც JAKO. FM-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განუცხადა, მათ ერთ-ერთ ქართველ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, მაგრამ მისგან უარი მიიღეს. JAKO. FM-ის დაზუსტებული ინფორმაციით კი, ეს მწვრთნელი შოთა არველაძე იყო და მან შეთავაზება არ მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი ამ დრომდე არ შემწყდარა. კობიაშვილის განმარტებით, 29 მარტს, ამხანაგურ შეხვედრაში, ყაზახეთის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი გაიყვანს.