logo_geo
eng_logo
ფრიდონ თოდუა: საქართველომ თემო გოცაძით უნდა იამაყოს
- +

12 მარტი. 2016. 23:16



საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი დიდი პიროვნებით", - ამის შესახებ აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ მხატვარ თემო გოცაძეზე საუბრისას განაცხადა. როგორც თოდუამ „რეპორტიორს" მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე განუცხადა, იგი ამაყობს, რომ იცნობს თემო გოცაძეს და მას დიდ წარმატებას უსურვებს.

 

„ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ამ გამოფენას. ბატონი თემო არის უდიდესი მხატვარი. ვუსურვებ წარმატებას. საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი დიდი პიროვნებით. მე ვამაყობ, რომ ვიცნობ ამ პიროვნებას. ვუსურვებ წარმატებას, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას", - განაცხადა ფრიდონ თოდუამ. 


გალერეა „იარტში" თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner