უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ქვეყნის გენერალურ პროკურატურას, 2013-2014 წლებში მაიდანზე მომხდარი ფაქტების შესახებ, ჩვენებას მისცემს.
„ჩვენ პრეზიდენტი დაკითხვაზე დავიბარეთ. მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო აშშ-დან უკრაინაში დაბრუნდება, ის გამომძიებლებს შეხვდება", - აღნიშნა გენპროკურორმა.
აღსანიშნავია, რომ 18-21 სექტემბერის ჩათვლით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვა.