logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი
- +

17 სექტემბერი. 2016. 21:50


ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა.



მერაბ ბერძენიშვილი 1929 წლის 10 ივნისს, თბილისში დაიბადა. მერაბ ბერძენიშვილი ცნობილი ქანდაკებების შემოქმედია, რომელთა შორის აღსანიშნავია „მუზა" თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, „კიდევაც დაიზრდებიან" მარნეულში, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძისა და დავით აღმაშენებლის ქანდაკებები თბილისში.



საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, გამოჩენილ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს 1975 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა.



რეპორტიორი" მთელს საქართველოს უსამძიმრებს უდიდესი ხელოვანის, მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner