logo_geo
eng_logo
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული დაკავების დეტალებს ყვება
- +

17 სექტემბერი. 2016. 22:09



ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დაკავების დეტალებს ყვება. ჯონი გოგიჩაშვილი აცხადებს, რომ იგი სოფელ ბერშუეთთან ახლოს, სამების სახელობის ეკლესიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი დამონტაჟებული არ არის.


ეკლესიასთან ახლოს ვიყავი, მეგობრებს ჩამოვრჩი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა 3 შეიარაღებული პირი, ისინი ავტომანქანით მოძრაობდნენ. ჩემთვის ცნობილი არ არის, გადავკვეთე თუ არა . . საზღვარი. აღნიშნული პირები ჩემთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ საზღვარი დავარღვიე, რის გამოც დამაკავეს. გადამიყვანეს ჯერ ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის მილიცის იზოლატორში. ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დამისვეს რამდენიმე კითხვა. დღეს კი ცხინვალში სასამართლო ჩატარდა და ამ სასამართლოს შემდეგ . . ჯარიმის გადახდის საფუძველზე გამათავისუფლეს", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ჯონი გოგიჩაშვილმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ცერცვაძე აცხადებს, რომ 2 დღის განმავლობაში ჯონი გოგიჩაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უკანონო პატიმრობიდან არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად.


ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და 17 წლის ახალგაზრდა თავისუფალია.


ჯონი გოგიჩაშვილი ე.წ მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner