logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი: თემო გოცაძემ მხატვრობაში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა
- +

13 მარტი. 2016. 00:06



„თემო გოცაძემ მოძებნა სრულიად ახალი ხაზები თავის შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა", -  ამის შესახებ „რეპორტიორს" „კულტურათა დიალოგი - XXI"-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვალერი ასათიანმა განუცხადა და აქვე აღნიშნა, რომ თემო გოცაძემ შეძლო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.


„ათეული წლების მანძილზე ბატონი თემო გოცაძე მოდის თავისი ორიგინალური შემოქმედებით, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში. ეს არ იყო ხელოვანის ჩვეულებრივი სვლა. მისი ესთეტიკა, ხედვა და კონცეფცია დაკავშირებულია უამრავ განსჯასთან და ამის შედეგად მან ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია მხატვრობაში. თემო გოცაძემ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. მისი გამოფენები შედგა არაერთ ქვეყანაში, გამოიცა შესანიშნავი ალბომები. რაც მთავარია, საგულისხმოა, რომ მან მოძებნა სრულიად ახალი ხაზები თავის შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. დღეს ის მოგვევლინა სრულიად სხვა ტიპის მხატვრად და ამ მრავალფეროვნებაშია თემო გოცაძის ნიჭის სიდიადე. ძალიან სასიამოვნოა, რომ საზოგადოება ჯეროვნად აფასებს მის შემოქმედებას", - განაცხადა ვალერი ასათიანმა.

 

გალერეა „იარტში" თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner