საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი დღესაც იმ ღირებულებების ერთგული რჩება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს პროგრამაში წარადგინა.
„მე არ დავიწყებ „ოცნებაზე" ლაპარაკს, მაგრამ გეტყვით პროგრამის შესახებ - იმ პროგრამის და იმ ღირებულებების ერთგული ვიყავი 2012 წელს და ამ ღირებულებების ერთგული ვარ დღესაც. პროგრამაში ის ღირებულებები და ხედვა იყო დაფიქსირებული, რომელიც მიმაჩნია, რომ სწორია.
ვინ გადაუხვია ამ ღირებულებებიდან, ეს ჩემი გასარჩევი არ არის. "ქართული ოცნების" პროგრამაში წარმოდგენილ ღირებულებებთან მიმართებაში წყვეტა არ მაქვს",- განაცხადა პრეზიდენტმა.