საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში მის და პრემიერ- მინისტრის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო ურთიერთობა აქვს.
"კვირიკაშვილს სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ, რომ მასთან მუშაობა შემიძლია. მე კვირიკაშვილთან სამუშაო ურთიერთობა მაქვს. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ, რაღაცა დავიტოვოთ მერე განსახილველად. ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე ეს მახარებს, რომ კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა.
რაც პრეზიდენტი ვარ, მიმაჩნია, რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს. არ შემიფასებია კვირიკაშვილი როგორც პრემიერი, არ მითქვამს რომ კარგია ან ცუდია, მე მას ვაქებ როგორც პოლიტიკოსს, რომელთანაც მუშაობა შესაძლებელია. ეს თვისება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს, რომ შეგეძლოს მუშაობა", - აცხადებს მარგველაშვილი.