logo_geo
eng_logo
მერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
- +

17 სექტემბერი. 2016. 22:39



დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის - მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო."- საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

 

 

მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.

 

სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.

 

მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო."- აცხადებს პრემიერი.



მოქანდაჯკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner