logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: ახლა „ნაციონალები“ ათას რამეს ხლართავენ...
- +

17 სექტემბერი. 2016. 23:16



შალვა ხაჭაპურიძე: ეკა კვესიტაძე ეკითხება მიხეილ სააკაშვილს, ბადრი პატარკაციშვილისგან ფულს იღებდიო? არა, კაცო, რა ფულს ვიღებდიო? იღებდა და მერე როგორ? მაგათი მთავარი დამფინანსებელი ბადრი პატარკაციშვილი იყო, მაგრამ როცა შეხედა, უკვე ნამეტანი მოსდიოდათ და ქონების წართმევაც კი დაუპირეს, ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება. მერე მიხვდნენ, რომ ამხელა რესურსების მქონე ადამიანს ვერ მოერეოდნენ და გადაწყვიტეს მისი მოშორება. მე ახლა საქვეყნოდ ვაცხადებ: ბადრი პატარკაციშვილი მოკლულია, არავითარი გულის ამბავი არ ყოფილა. სად გაგონილა, გარდაცვლილ ადამიანს ერთი თვე უტარდებოდეს ექსპერტიზა? ასეთი რამ მაქსიმუმ 12 საათში მთავრდება, ამათ ერთი თვე კაცი არ დაასაფლავეს.


მერე რა, რომ ექსპერტიზას „სკოტლანდ იარდი" ატარებდა? მაგათ ქართველებზე უკეთესად იციან, როგორ და რანაირად უნდა გააკეთონ საქმე, ერთი თვე კაცი იქ ჰყავდათ, რაღაც კვალის გაქრობაზე იყო ლაპარაკი. ამერიკელებმა ბენ ლადენი რომ მოკლეს, სად არის დასაფლავებული, არავინ იცის, იძახიან, ზღვაში ჩავაგდეთო, ეს არაფერზე მიგანიშნებთ?


სააკაშვილმა ბადრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, პოლიციამ ინგლისში წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელაო. რა იყო წარმატებული, კოდუა რომ ჩავიდა ლონდონში და ბადრიმ ჩაწერა? ახლა „ნაციონალები" ათას რამეს ხლართავენ, კოდუამ ჩაიწერა, აივანზე არ ჩაიწერა, ქუსლში ჰქონდა ჩამონტაჟებული აპარატურაო. ათჯერ მაინც შევანელე კადრები, ერთი მანახონ, სად ჩანს, რომ კოდუას "გულავკები" ამოუღეს დაცვის თანამშრომლებმა?

სხვათა შორის, მერე ვახტანგ რჩეულიშვილის პირით გამოაგდეს ინფორმაცია, თითქოს ბადრის გიორგი თარგამაძის მოკვლაც უნდოდა, ამის შესახებ ჩანაწერიც არსებობსო. ეს არის სრული აბსურდი, მსგავსი ინფორმაცია ბადრის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც გავრცელდა, ვიღაცა განგებ ავრცელებდა. როცა დადგა საკითხი, რატომ წამოვიდა გიორგი თარგამაძე "იმედიდან", დარბევის შემდეგ მაუწყებლობა რატომ არ აღდგა და ასე შემდეგ, დაიწყეს ლაპარაკი, წამოვიდოდა, აბა, რა იქნებოდა, ბადრის ასეთი რაღაცები უთქვამსო. მაშინ ეს იყო უშიშროების სამსახურის მიერ გამოგდებული ჭორი, ანუ სატყუარა.



წყარო: expressinfo.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner