საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.
''საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვაკეთებთ განცხადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დადებითად ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ობიექტური.
უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიმდინარე პროცესების დამოუკიდებლობა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ავტონომიური, მასში მიმდინარე პროცესები კი მაქსიმალურად გამჭირვალე. თითოეული უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტებზე ორიენტირებული და აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დაძაბული ვითარება. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამ პროცესების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.
ჩვენ, მხარს ვუჭერთ სტუდენტთა მოთხოვნებს და ვფიქრობთ, რომ თითოეული სტუდენტის უფლება უნდა იყოს დაცული", - აღნიშნულია განცხადებაში.