logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა არ არის სწორი
- +

18 სექტემბერი. 2016. 00:15



საქარტველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ოდესის გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილს საუბრობს და აცხადებს, რომ აგრესიული რიტორიკით ჩართვა სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან, არ არის მომგებიანი ორი ქვეყნის ურთიერთობებში.


„მე არამგონია, რომ პოზიტიურია ის პოზიცია, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი აფიქსირებს, როგორც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის, ასევე ჩვენი საარჩევნო დინამიკის კონტექსტში. როდესაც საუბარი რაღაცა დაძაბულობის შეტანაზეა, მე ეს არ მგონია სწორი.

 

როდესაც ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასე აგრესიული რიტორიკით ჩართული არის ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური, ამის თაობაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ეს დრამატიული და დამაზიანებელი არაა, მაგრამ პრობლემურია. ეს დაძაბულობის შემომტანია და ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო" - განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner