logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ დავამკვიდრეთ თავისუფალი, კონკურენტული საარჩევნო გარემო
- +

13 მარტი. 2016. 00:12


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციური სპექტრის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს. როგორც ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, იგი ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ძალებით სცადონ სახელისუფლებო გუნდის დამარცხება.


ხუნდძის განმარტებით, „ქართულმა „ოცნებამ" ჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნა და აუცილებელი არ არის ოპოზიცია ქაოტური შემადგენლობით ჩამოყალიბდეს.


„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ იყოს ჯანსაღი კონკურენცია. არ უნდა გადანაწილდნენ ოპოზიციური პარტიები იმ პრინციპით, რომ მთავარი ხელისუფლების დამარცხებაა. არ უნდა შეიქმნას ქაოტური შემადგენლობა, სადაც არ არის არც იდეოლოგიური ერთობა და არც რაიმე პოლიტიკური შემხებლობა.

 

ასე იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ფაქტობრივად სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებიც კი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ. ვფიქრობ, რომ ახლა ასეთი საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ დავამკვიდრეთ თავისუფალი, კონკურენტული საარჩევნო გარემო. მიმაჩნია, რომ კოალიციურ შემადგენლობებს ერთი ხედვა და სტრატეგია უნდა ჰქონდეთ. საზოგადოებამ ეს უნდა დაიჯეროს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გამარჯვება გამარჯვებისთვის. გამარჯვებას უნდა მოჰყვეს მათი სტრატეგიის ცხოვრებაში გატარება და განვითარება. საზოგადოებამ ის სარგებელი უნდა ნახოს, რასაც თითოეული პარტია თუ კოალიცია მათ წინასაარჩევნოდ შესთავაზებს", - განაცხადა ხუნდაძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner