„მამა სერაფიმე როგორც მღვდელმსახური გვემშვიდობება და 9 ოქტომბერს გელით მის ჩატარებულ ბოლო წირვაზე, გააზიარეთ ყველამ."- სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე თავის ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
„ძალიან გთხოვთ ყველას, არ იძიოთ ის, თუ რა ხდება. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. დავრეკე საპატრიარქოში და ვთხოვე რომ ის საბუთები მომაწოდონ რასაც ხელი უნდა მოვაწერო. ვიქნები დროებით მონაზვნად ქანდაში, მერე როგორც უფალი გვიჩვენებს! მიყვარხართ ძალიან ძალიან ძალიან, თქვენ მასწავლეთ სიყვარული და მართლა მიყვარხართ ძალიან. მე ვმადლობ უფალს, რომ ის ჯვარი მომცა სატარებლად, რაც აქამდე ვიტვირთე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. 9 ოქტომბერს გელით ყველას დიდი სიყვარულით. მამა სერაფიმე!"