„ეს, რა დღე იყო ასეთი..."- კოკა ყანდიაშვილი ჟურნალისტიკის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მაესტრო- ნოდარ ტაბიძისა და ახელგანთქმული მოქანდაკის - მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მეგობრებო, გარდაიცვალა ნოდარ ტაბიძე - ჩვენი საყვარელი, პროფესორი.
ჩვენი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.
ბატონი ნოდარის ლექციას პირველად დავესწარი 14 წლის ასაკში. ერეკლეს მოედანზე, ჟურნალისტთა სახლში "ნორჩ ჟურნალისტთა სკოლა" გაიხსნა. კვირაში 2 ლექცია ტარდებოდა. მთელი ცხოვრება შეცვალა ამ ადამიანთან შეხვედრამ.
ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნე იყო.
ინტელექტუალი, ინტელიგენტი არისტოკრატული მანერებით.
მართალია, მეორე კურსიდან გამოგვრიცხა უნივერსიტეტიდან მეც და ნონაც, იმიტომ რომ აფხაზეთში საომარ მოქმედებებს ვაშუქებდი და არ დავდიოდი ლექციებზე, ნონა კი ორსულად იყო. მაგრამ იმავე წელს აღგვადგინა.
ძალიან გული დამწყდა. ბევრი კარგი რამ ვისწავლე ამ ადამიანისგან.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ნოდარის ოჯახსა და ახლობლებს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.
მშვიდობით ბატონო ნოდარ......
გარდაიცვალა მერაბ ბერძენიშვილი.
დიდი ქართველი შემოქმედი, მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975)
ბატონი მერაბ ბერძენიშვილის ძირითადი ნამუშევრებია: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა),
"რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი),
ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები:
დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი),
გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი),
მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი),
"კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976),
ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი).
პორტრეტები:
ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958),
კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი").
მინდა გულწრფელად მივუსამძირო გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
მშვიდობით ბატონო მერაბ, მშვიდობით დიდო ქართველო!
დამატებითი ინფორმაცია:
მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. 1988 წლიდან _ პროფესორი.
ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. მის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრებია: “რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა), “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია). მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), “მუზა” (ბრინაჯო, 1971, თბილისი), “კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროსადგური “მარჯანიშვილი”), “ილია ჭავჭავაძე” (ბრინაჯო, 1985, თბილისი), “ტიციან ტაბიძე” (ბრინჯაო, 1994), “დოდო აბაშიძე” (ბრინჯაო, 1995, თბილისი), ნ. დუმბაძის მემორიალი (1986, ბრინჯაო), დიდგორის მემორიალი (1991). ფერწერა და გაფიკა: “მამაკაცის პორტრეტი” (ძმის პორტრეტი, 1959), “პარიზის ჩანახატები” (1963). 1975 წელს “გიორგი სააკაძისა” და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობს აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც.
აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, “ზარი” (“საბჭოთა საქართველო”, 1979).
არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994).
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
საქართველოს მეცნიერებათა კადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო “XX საუკუნის მიღწევებისათვის”.