საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპაზე გავიდა.
ქართველმა კალათბურთელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი სტუმრად მონტენეგროს ნაკრებთან გამართეს და 84:90 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ისარელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში გაიმართება, პლეი ოფის შეხვედრები კი - თურქეთში.