„ვიწყებ პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების პროგრამების გაცნობას."- ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
განსაკუთრებით მაინტერესებს რა ადგილი უკავია განათლებას, ქართული წარმოების განვითარებას, საგზაო მოძრაობის წესებს, თანაბარი გარემოს შექმნას შშმ პირებისათვის, სახელმწიფო ენის დაცვას, ნარჩენების გადამუშავებასა და ტექდათვალიერებას, ზოგადად ეკოსაკითხებს.
ასევე, ჩემთვის საინტერესოა პოლიტიკურ სუბიექტთა ხედვა ოკუპაციის საკითხზე.
ხმას იმას მივცემ, ვისთვისაც ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია."- აღნიშნავს ჩანადირი.