logo_geo
eng_logo
პატრიარქის 10 დამაფიქრებელი ფრაზა...
- +

18 სექტემბერი. 2016. 04:12



1.ბევრი ამბობს, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს შეცდომაა. როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს სულის შემსწავლელი ხორცის შემსწავლელს, პირიქით მათ ერთმანეთი უნდა შეავსონ.


2.ადამიანები უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც თან სდევს უბედურება.


3.ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მოვდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: "ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა ვარსებობ იმისათვის, რომ ვჭამო". მართლაც რისთვის ვარსებობთ: კარგი სმა-ჭამისათვის, ჩაცმა-დასვენებისათვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?!


4.ინგლისური ზღაპარი მოგვითხრობს: კატა დიდხანს ემზადებოდა ლონდონში წასასვლელად, რათა დედოფალი ენახა. როგორც იქნა, აისრულა წადილი, მაგრამ თაგვის გარდა იქ ვერაფერი ნახა, რადგან, როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ხშირად ადამიანი იმ კატის მსგავსად ივიწყებს მთავარ მიზანს და მთელი გული და გონება პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავისკენ აქვს მიპყრობილი.

 

5.საოცარი ის არის, რომ ვინც ეხმარება, იმას უფრო უხარია, ვიდრე ვისაც ეხმარებიან. საკითხავი ის არის - ჩვენ ვეხმარებით თუ ისინი გვეხმარებიან?


6.ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს, ნაკლები იმუშაოს და ბევრი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო.


7.მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.


8.ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია. ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.


9.თუ ჩვენ ბედნიერება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება-ეს არის სიხარული, სიხარული კი სიყვარულისგან მომდინარეობს, რაც მეტ სიყვარულს გასცემს ადამიანი, მით უფრო მეტად ივსება ამ გრძნობით, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო ის კი არ უნდა გვიყვარდეს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არამედ-ყველა.


10.ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა,მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული...


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner