logo_geo
eng_logo
გიგა ბათიაშვილი: თემო გოცაძე უმდიდრესია თავისი შესაძლებლობებით
- +

13 მარტი. 2016. 00:43


 

თემო არის უმდიდრესი მხატვარი", - ამის შესახებ არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა მხატვარ თემო გოცაძის პერსონალურ გამოფენაზე სტუმრობისას განაცხადა. როგორც ბათიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, დღეს ნამდვილი მხატვრობა ძალიან იშვიათი მოვლენა გახდა, რასაც ნამდვილად ვერ იტყვის თემო გოცაძის შემოქმედებაზე. ბათიაშვილის თქმით, ბედნიერებაა, რომ საქართველოს თემო გოცაძისნაირი მხატვრები ჰყავს.

 

„უპირველესად მინდა ვთქვა, რომ მიხარია, რომ მხატვრობის ფონზე ვლაპარაკობ. დღეს ნამდვილი მხატვრობა ძალიან იშვიათობაა. მხატვრობა დიდი ხანია აცდენილია კომპოზიციას. თემო არის უმდიდრესი მხატვარი. უმდიდრესია მთელი თავისი შინაარსით, შესაძლებლობებით. ბედნიერებაა, რომ ეს კაცი არსებობს", - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

 

გალერეა „იარტში" თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner