2016 წლის 19 სექტემბერს, 12: 00 სთ-ზე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზნებია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მის: თბილისი, გუდამაყრის ქ. #4 (თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა)
თარიღი/დრო: 19/09/2016 12: 00 სთ
საკონტაქტო პირი: თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი - ანა ბოკუჩავა
ტელ: 574271327 / 595746440