გამოცემა The New York Times-ის ინფომრაციით, ნიუ-იორკში, ქვემო მანჰტენის ჩელსის რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაშავებულია 29 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა. აფეთქება ადგილობრივი დროით 21 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, მეხანძრეები და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები.
ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით ეს აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის საფუძველი, რომ აღნიშნული აფეთქება ტერაქტს დაუკავშირონ.
დაუდასტურებელი ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ურნაში იყო ჩადებული. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების ადგილის მახლობლად აღმოჩენილია კიდევ ერთი საეჭვო ნივთი, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა.