logo_geo
eng_logo
მინესოტაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა
- +

18 სექტემბერი. 2016. 11:07



ABC News-ს ცნობით, მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-კლაუდში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ქალაქის სავაჭრო ცენტრში მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. მისი ქმედების მოტივი უცნობია.  



სენტ-კლაუდის პოლიციის უფროსის ბლერ ანდერსონის განცხადებით, ბოროტმოქმედმა თავდასხმამდე ერთ-ერთ დაზარალებულს ჰკითხა, იყო თუ არა ის მუსლიმი.


ამერიკული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ალაჰის სახელს ახსენებდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცს კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეცვა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner