ABC News-ს ცნობით, მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-კლაუდში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ქალაქის სავაჭრო ცენტრში მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. მისი ქმედების მოტივი უცნობია.
სენტ-კლაუდის პოლიციის უფროსის ბლერ ანდერსონის განცხადებით, ბოროტმოქმედმა თავდასხმამდე ერთ-ერთ დაზარალებულს ჰკითხა, იყო თუ არა ის მუსლიმი.
ამერიკული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ალაჰის სახელს ახსენებდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცს კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეცვა.