logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს 2017 წლიდან დაიწყებს
- +

18 სექტემბერი. 2016. 11:08



საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს.


ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა აღნიშნული საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან განიხილა.


„სრულიად შესაძლებელია, რომ დიდი ბრიტანეთი 2017 წლის იანვარში ან თებერვალში იყოს ამისთვის მზად", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.


დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდა. მოსახლეობის თითქმის 52%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner