logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვერ ვხედავ, რომ ოპოზიცია ერთიანია
- +

13 მარტი. 2016. 01:02



„ვერ ვხედავ, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს", - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნოდ შესაძლო გაერთიანებას. არეშიძის თქმით, ბევრი დროა დაკარგული და ოპოზიცია ცდილობს ორიენტირი გააკეთოს ცნობად სახეებზე და არა საარჩევნო პროგრამებზე.


როგორც არეშიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის ტოტალურ გაერთიანებას არ ელოდება და მიიჩნევს, რომ მინიმალური ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა მაქსიმუმ 4 სუბიექტს ექნება.


„არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა" ვინმესთან გაერთიანდეს. ვიცი, რომ რამდენიმე სხვა ტიპის ჯგუფი ყალიბდება, მაგრამ ბევრი დროა დაკარგული და ამ შემთხვევაშიც ორიენტირი იქნება სახეებზე და არა პროგრამებზე. ეს არის ქართული საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელი ფაქტი, რაც ძალიან ცუდია. ყოველთვის ვფიქრობდი, მოვიდოდა დრო, როდესაც პოლიტიკური დონე იქნებოდა ისეთი, რომ ამომრჩეველი ორიენტირებული იქნებოდა პოლიტიკურ პროგრამებზე. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა. არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაერთიანება იქნება ტოტალური. ეს იქნება ჯგუფური გაერთიანება, როგორც ხდება ხოლმე. ვფიქრობ,  გასვლის შანსი აქვს მაქსიმუმ 4 სუბიექტს, როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდნენ ისინი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner