logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მადლობა ბატონო მერაბ, რადგან სამშობლოს განცდა და სიყვარული თქვენითაც ვისწავლე
- +

18 სექტემბერი. 2016. 13:58




პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:


„კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი დააკლდა მთელ საქართველოს, თბილისს, მერაბ ბერძენიშვილი... უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს! ეს დიდი ადამიანი უჩვეულოდ ჩუმად, უხმაუროდ ცხოვრობდა და  ასევე,  უხმაუროდ დაგვტოვა. სამწუხაროდ, როგორც არაერთს, მასაც გული ატკინეს, თუმცა გავა წლები, საუკუნეებიც და აი, ისინი აღარავის ემახსოვრება, ბატონი მერაბის „კვალი" კი  სამარადისოდ დარჩება..  ისევ იდგებიან „ალგეთს ლეკვები", ისევ დაამშვენებს „მუზა" თბილისს, ისევ „ვიდიდგორებთ" და მაინც  „დახვდება"  „აღმაშენებელი"  დასავლეთის  კართან დედაქალაქში  მომსვლელებს...  „მედეა" ისევ „უდარაჯებს" ბიჭვინთას... მადლობა ბატონო მერაბ, რადგან სამშობლოს განცდა და სიყვარული თქვენითაც ვისწავლე...", - წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ბერძენიშვილი გუშინ გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner