პროკურტურამ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა.
ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, მას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
საქმე რამდენიმე კვირის წინ, მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე, კომისიის დროებითი წევრს „ქართული ოცნებიდან" ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.