logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს ბრალი წაუყენა
- +

18 სექტემბერი. 2016. 14:25



პროკურტურამ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა.


ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, მას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.


საქმე რამდენიმე კვირის წინ, მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე, კომისიის დროებითი წევრს „ქართული ოცნებიდან" ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner