ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„წლინახევრის წინ, ვერის ბაღის წინ შემხვდა. ვილაპარაკეთ. ხასიათი ისევ მხნე ჰქონდა.
ნათელში იყოს თქვენი სული ბატონო ნოდარ!" - წერს სოციალურ ქსელში გია გაბრიჭიძე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი, - ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა.