logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

18 სექტემბერი. 2016. 14:59



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პრეზიდენტი უსამძიმრებს ტაბიძის ოჯახს და ამბობს, რომ იგი არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ მთელ საზოგადოებას დააკლდება.


„ძალზე დამწყვიტა გული ცნობამ ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში.

 

ბატონი ნოდარი დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.

 

მის ოჯახთან ერთად ვწუხვარ ამ დანაკლისს და პატივს მივაგებ ბატონი ნოდარის ნათელ ხსოვნას", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner