სააგენტო „რესის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც გაიხსნა.
როგორც სააგენტო იუწყება დილის 08:00 საათიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მთლიანობაში, 10 საარჩევნო უბანი მოქმედებს.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, 9 საარჩევნო უბანია გახსნილი. „apsny.ru"-ს ინფორმაციით, იქ რუსეთის 90 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს.
თავისი პოზიცია არჩევნებზე უკვე დააფიქსირა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ყველა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
რუსეთში დღეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები იმართება.