logo_geo
eng_logo
რუსეთის სათათბირო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა
- +

18 სექტემბერი. 2016. 16:19



სააგენტო „რესის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც გაიხსნა.


როგორც სააგენტო იუწყება დილის 08:00 საათიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მთლიანობაში, 10 საარჩევნო უბანი მოქმედებს.


რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, 9 საარჩევნო უბანია გახსნილი. „apsny.ru"-ს ინფორმაციით, იქ რუსეთის 90 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს.


თავისი პოზიცია არჩევნებზე უკვე დააფიქსირა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ყველა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.


რუსეთში დღეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები იმართება.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner