ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, შემთხვევის შდეგად 15-მა მცხოვრებმა დაზიანება მიიღო, მათგან 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა აღნიშნული შენობიდან და მეზობელი ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.