აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა აფროამერიკელებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ჰილარი კლინტონს მისცენ.
მისი თქმით, თუ ისინი ხმას კლინტონს არ მისცემენ, ამას პირად შეურაცხყოფად მიიღებს.
მომხრეების წინაშე გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენებში არ არის, მაგრამ ჰილარი კლინტონი მისი საქმის მემკვიდრე იქნება.