logo_geo
eng_logo
საფრანგეთმა პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგლები და თეფშები აკრძალა
- +

18 სექტემბერი. 2016. 18:34



საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგლები და თეფშები. პლასტმასი ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებებმა უნდა ჩაანაცვლოს.


ახალი კანონი ძალაში 2020 წელს შევა და საფრანგეთის მწვანე ენერგიაზე გადასვლის გეგმის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ამბიციური გეგმის მიზანია საფრანგეთმა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.


აკრძალვას ემხრობიან ეკოლოგთა ორგანიზაციები, თუმცა ზოგიერთი ორგანიზაციის მტკიცებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ. 


ბრიუსელში მდებარე ორგანიზაცია Pack2Go Europe, რომელიც ევროპის შესაფუთი მასალების მწარმოებლებს აერთიანებს, აცხადებს, რომ ამ კანონთან ბრძოლას გააგრძელებს და იმედოვნებს, რომ მსგავს აკრძალვას კონტინენტის დანარჩენი ქვეყნებიც არ შემოიღებენ.


ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები გარემოსათვის ნაკლებად საზიანოა და შესაძლოა აკრძალვამ სიტუაცია უფრო გააუარესოს იმ მხრივ, რომ ხალხს არასწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს ნარჩენების ხრწნადობასთან დაკავშირებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner