საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ალექსიშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას და სხვა დამატებით ინიციატივებს დაეთმობა.
„ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა, მთავრობის ინიციატივები იხილებოდეს ბიზნეს-საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაშიც არიან ჩართულნი. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა როგორც საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას, ასევე სხვა დამატებით ინიციატივებს. ბიზნესში მოღვაწე ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც მცირე და მიკრო ბიზნესს წარმოადგენს, პრემიერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ალექსი ალექსიშვილმა.