საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემაში „იმედის დრო" მთიანი რეგიონების განვითარების გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის დაცლილი მთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის გადაჭრის გზა ადგილობრივი ფერმებისა და სამუშაო ადგილების შექმნაა.
„მთიანი რეგიონები არის საქართველოს უდიდესი სიმდიდრე. დაცლილი მთა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველი პრობლემაა და რა თქმა უნდა ტურიზმის, ეკოტურიზმის განვითარება."- განაცხადა კვირიკაშვილმა და მთასთან მისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
„მთასთან როგორ შეიძება ქართველ კაცს არ აკავშირებდეს არაფერი? ჩვენ გვქონდა ტრადიცია ოჯახში, რომ ზაფხულში აუცილებლად ორი კვირა უნდა გაგვეტარებინა მთაში. ყოველ ზაფხულს, როგორც წესი ჩვენ მივდიოდით მთაში, ამიტომ მოვლილი მაქვს პრაქტიკულად ყველა მთიანი რეგიონი.
ჩემი შვილები სხვათა შორის ყოველ შაბათ- კვირას სადღაც არიან, კარავში ათენებენ და ჩემზე მეტი აქვთ ნანახი, რაც მახარებს. მინდა რომ მათაც ისეთივე მთის სიყვარული ჰქონდეთ, როგორიც მე მაქვს."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.