logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა, მერაბ ბერძენიშვილიც... როგორც იტყვიან „ცას არავინ გამოვეკერებით“...
- +

18 სექტემბერი. 2016. 21:57




ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

როდესმე ყველა მოვკვდებით... თითოეული ჩვენგანი... როგორც იტყვიან "ცას არავინ გამოვეკერებით"

 

მე არ ვიცი რას ფიქრობენ ან გრძნობენ სინამდვილეში ამ მხრივ ცხოველები, მაგრამ ამბობენ ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, ვინც ამას აცნობიერებს და მაინც განაგრძობს ცხოვრებასო...

 

ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა, მერაბ ბერძენიშვილიც... ფეისბუკზე უამრავი სტატუსი დამხვდა ამ თემაზე... ამ ორ ლეგენდაზე... ჩემი მეზობელი რიმა დეიდაც დღეს დაკრძალეს... ცოტა ხნის წინ ვიკა დეიდაც-უსაყვარლესი... დღეს ეზო ცარიელი იყო, აღარ ისხდნენ მოხუცები... მიდის ცხოვრება.

 

ვიცით, რომ როდესმე აუცილებლად წავალთ ჩვენც, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას. დავდივართ სამსახურებში (თუ გვაქვს)

 

ვხვდებით მეგობრებს, გვიყვარდება, ვშორდებით... ვიბრძვით და სულ ვიცით, რომ აუცილებლად მოვკვდებით როდესმე....

 

აბა რაღატომ გვეტირება და გვწყდება გული როცა კვდებიან სხვები? როცა კვდება ნოდარ ტაბიძე, მერაბ ბერძენიშვილი, რიმა დეიდა, ვიკა დეიდა... იქნებ იმიტომ, რომ მანამ, სანამ ჩვენც მოვკვდებით, სწორედ მათ მიაქვთ ჩვენი გულის ნაწილი, ჩვენი ცხოვრების ულამაზესი ნაწილები და გვტკივა, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ისინი "იქ" აგროვებენ ამ სილამაზეს იმისთვის, რომ დაგვახვედრონ როცა ჩვენც მივალთ..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner