პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს უდიდეს ხელოვანს, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს ემშვიდობება.
„კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი დააკლდა მთელ საქართველოს, თბილისს, მერაბ ბერძენიშვილი...
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს! ეს დიდი ადამიანი უჩვეულოდ ჩუმად, უხმაუროდ ცხოვრობდა და ასევე, უხმაუროდ დაგვტოვა.
სამწუხაროდ, როგორც არაერთს, მასაც გული ატკინეს, თუმცა გავა წლები, საუკუნეებიც და აი, ისინი აღარავის ემახსოვრება, ბატონი მერაბის "კვალი" კი სამარადისოდ დარჩება.. ისევ იდგებიან "ალგეთს ლეკვები", ისევ დაამშვენებს " მუზა" თბილისს, ისევ "ვიდიდგორებთ" და მაინც "დახვდება" "აღმაშენებელი" დასავლეთის კართან დედაქალაქში მომსვლელებს... "მედეა " ისევ "უდარაჯებს" ბიჭვინთას... მადლობა ბატონო მერაბ, რადგან სამშობლოს განცდა და სიყვარული თქვენითაც ვისწავლე..."