მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი დავით აღამაშენებლის ძეგლის თავდაპირველ ადგილზე განთავსება იყო - ამის შესახებ ინფორმაციას მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოჯახი ძეგლის გადმოტანის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
„გადმოგცემთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის და ოჯახის თხოვნას: ბატონ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი გახლდათ დავით აღამაშენებლის ძეგლის განთავსება თავდაპირველ ადგილზე.
გთხოვთ, ძეგლის დაბრუნება მიეძღვნას ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას", - აღნიშნულია ხელისუფლებისადმი მიმართვაში.
მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა.
მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ვარდების მოედნიდან 2005 წელს, მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყდა. ძეგლი დღეს ქალაქის შემოსასვლელში, დავით აღმაშენებლის ხეივანში დგას.