logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიტევების კვირას აღნიშნავს
- +

13 მარტი. 2016. 10:34


შენდობის კვირას, დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.


კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესის შესრულებას სავარაუდოდ, 19:00 საათზე დაიწყებს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.


წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner