სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას.
„ერთ ამერიკელ მწერალს აქვს აღწერილი ძალიან მძიმე გამოცდა. დედა ორი შვილით ზღვის ნაპირზე იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ დიდი ტალღა წამოვიდა მათზე და სამივე მათგანი ზღვაში აღმოჩნდა. იქვე ახლოს იყო მცენარე, ხე. დედას შეეძლო მოეკიდა ხელი ამ ხისთვის და გადარჩენილიყო. მექანიკურად დედამ გაუშვა უფროს შვილს ხელი და ტალღამ წაართვა უფროსი შვილი. დედამ მოკიდა ხელი ხეს და ეძახდა შვილს, თუმცა ვეღარ დაიბრუნა.
დედას ეგონა, რომ შვილი დაიღუპებოდა, თუმცა ზღვამ გამორიყა ნაპირზე და გადარჩა შვილი. შემდეგ ამ მწერალს აღწერილი აქვს, რომ სამივე შეხვდა ერთმანეთს და უფროსი შვილი ეკითხება დედა- რატომ გაუშვი ხელი, ის დაიღუპება! დედას პასუხი არ ჰქონდა.
ასეთი შემთხვევები ბევრია ადამიანის ცხოვრებაში და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაძლევს გამოცდას. ღმერთი აძლევს ადამიანს სიბრძნეს, ძალას, გონებას და სიყვარულს, რომ დაძლიოს ეს გამოცდა", - ბრძანა უწმინდესმა.