logo_geo
eng_logo
წინასწარი მონაცემებით რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ედინაია როსია“ ლიდერობს
- +

19 სექტემბერი. 2016. 00:08


 


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ედინაია როსია" ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტინების 12 პროცენტი. წინასწარი მონაცემებით, პარტია "ედინაია რასიას" ხმების 46,76 პროცენტი აქვს მიღებული. მეორე ადგილს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია იკავებს ხმების 17,03 პროცენტით, მესამეზე კომუნისტური პარტია 16,4 პროცენტით, მეოთხეზე პარტია "სპრავედლივაია როსია" - 6,4 პროცენტით.


ამასთან, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათი პარტია მეორე ადგილს იკავებს და არა მესამეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ივან მელნიკოვმა განაცხადა, ხმების პარალელური დათვლის შედეგად, კომუნისტები 21 პროცენტს აგროვებენ, ლიბერალ-დემოკრატები კი - 17,6 პროცენტს.


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვერცერთი არასაპარლამენტო პარტია ხუთპროცენტიანი ბარიერს ვერ ლახავს და მეექვსე მოწვევის პარლამენტში ვერ ხვდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner