logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: დაგავიწყდათ, ხალხო, სად ვიყავით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა?!
- +

19 სექტემბერი. 2016. 03:38



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს „ქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა!


როგორც ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" საუბარში განაცხადა, ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა!"




ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გამოცხადებით ყველა დანარჩენ პარტიას ცივი წყალი გადაესხა. მესმის მათი მწუხარება! დღესქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა! პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამა არის ის რეალობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ერთი წლის შემდეგ იცხოვრებს. აი, ნახავთ, მალე სხვა საქართველოს მივიღებთ - უფრო განვითარებულს, მობილურსა და თანამედროვეს!

 

 

მათი ხელისუფლების უნიათობის შესახებ - რომ, თურმე, „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები ვერ შეასრულა, ხალხი გადააგდო და ათასი სხვა სისულელე - ნაციონალურმა მოძრაობამ პიარტექნოლოგიის მეშვეობით დაამკვიდრა. „ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა! დაგავიწყდათ, ხალხო, სად ვიყავით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა?! სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა გირგვლიანი - დადგამშვიდობის ხიდი"! მოკლა ვაზაგაშვილი - დააგო ასფალტი! მოკლა რობაქიძე - ააშენაპიაცა" და .. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! ნახეთ ხაინდრავას ფილმი და გაიხსენეთ უახლოესი წარსული!"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner