ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს „ქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა!
როგორც ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" საუბარში განაცხადა, „ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა!"
„ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გამოცხადებით ყველა დანარჩენ პარტიას ცივი წყალი გადაესხა. მესმის მათი მწუხარება! დღეს „ქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა! პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამა არის ის რეალობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ერთი წლის შემდეგ იცხოვრებს. აი, ნახავთ, მალე სხვა საქართველოს მივიღებთ - უფრო განვითარებულს, მობილურსა და თანამედროვეს!
მათი ხელისუფლების უნიათობის შესახებ - რომ, თურმე, „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები ვერ შეასრულა, ხალხი გადააგდო და ათასი სხვა სისულელე - ნაციონალურმა მოძრაობამ პიარტექნოლოგიის მეშვეობით დაამკვიდრა. „ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა! დაგავიწყდათ, ხალხო, სად ვიყავით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა?! სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა გირგვლიანი - დადგა „მშვიდობის ხიდი"! მოკლა ვაზაგაშვილი - დააგო ასფალტი! მოკლა რობაქიძე - ააშენა „პიაცა" და ა.შ. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! ნახეთ ხაინდრავას ფილმი და გაიხსენეთ უახლოესი წარსული!"