logo_geo
eng_logo
დღეს კატალოგის „სუვენირები საქართველოდან“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
- +

19 სექტემბერი. 2016. 10:38



19 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (კარგარეთელის 6) გაიმართება კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია.



ელექტრონული კატალოგი  100-მდე ავტორის, 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ რეწვის ნიმუშებს მოიცავს; ქართული რეწვის უნიკალურ  ექსპონატებთან ერთად, საზოგადოებას ქართული პოლიფონიის, კერძოდ, ანსამბლ „რუსთავის" შესრულებით, ხალხური სიმღერების მოსმენის საშუალებაც ექნება.



პროექტის მიზანია, ქართული ტრადიციული ხელოვნების ესთეტიკური ღირებულებების, მივიწყებული დარგების შენარჩუნება-განვითარება და  ტრადიციული რეწვის ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობა. კატალოგის ელექტრონული ფორმატი ინოვაციური ხასიათისაა და  ამ დრომდე ასეთი სახით არ განხორციელებულა.



პროექტის მეშვეობით, ელექტრონულ-ინტერაქციულ ფორმატში შესაძლებელი ხდება თითოეული ნივთის, ყოველი დეტალისა და რეწვის ნიმუშთა დამზადების უნიკალური ტექნოლოგიების დათვალიერება, ასევე ქართული რეწვის სხვადასხვა სახეობის - მეთუნეობა, ნაქარგობა, ქსოვა, ტექსტილის სახეობები, მინანქარი, სამშვენ-სამკაული და სხვა  ტექნოლოგიით შესრულებული უნიკალური ნიმუშების დათვალიერება.



კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსია სამინისტროს ვებ -გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.



„სუვენირები საქართველოდან" ინტერაქციულ-ელექტრონული ვერსიის შექმნაში მონაწილეობდნენ:   სსიპ სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „რუსთავი", შპს „პასპორტი" - დიზაინერები სანდრო ჩხაიძე, ეკატარინე გეგუჩაძე (კომპიტერული პროგრამის ავტორი - სილვესტერ უსინსი.)




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner