logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლურ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი გარდაიცვალა
- +

19 სექტემბერი. 2016. 11:49

 

 

მედდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გადაღებული სიმბოლური ფოტოდან, რომელსაც მეზღვაური კოცნის, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.


„BBC"-ის ცნობით, გრეტა ზიმერ ფრიდმანი პნევმონიისგან რიჩმონდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, ჯოშუა ფრიდმანი ავრცელებს.


სტომატოლოგის ასისტენტი გრეტა ფრიდმანი 21 წლის იყო, როცა 1945 წლის 14 აგვისტოს, ნიუ-იორკში, თაიმს-სქვერზე ჯორჯ მენდონზასთან კოცნის დროს გადაიღეს.


ფოტო, რომელიც ჟურნალმა „Life"-მაც დაბეჭდა, მეორე მსოფლიო ომის დასასრულით მოგვრილი სიხარულის სიმბოლო გახდა.


გრეტა ფრიდმანმა თავის სიცოცხლეში განაცხადა, რომ 15 წელი სურათის არსებობაზე არაფერი იცოდა. 1960 წელს კი მან ნახა ფოტოგრაფ ალფრედ აიზენშტადის წიგნი, სადაც თავისი თავი აღმოაჩინა.



ისტორია სიმბოლური ფოტოს მიღმა


უამრავი ადამიანი იბრალებდა მეზღვაურისა და მედდას ვინაობას, მანამ სანამ ფოტოს გადაღებიდან 35 წლის შემდეგ ფრიდმანისა და მენდონზას შესახებ არ გაირკვა.


ფოტოზე ასახული წყვილი რეალურად ერთმანეთს არც კი იცნობდა. ჯორჯ მენდონზა იმ დროს უკვე ხვდებოდა თავის მომავალ ცოლს, რომელიც იმავე დღეს სხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოზე მომღიმარი ჩანს.


„ეს მთლად კოცნა არ ყოფილა, ეს იყო ზეიმი და არა რომანტიული ღონისძიება", - განაცხადა გრეტა ფრიდმანმა 2005 წელს ინტერვიუში.


ფოტო გახდა სიმბოლო იმ სიხარულის, რომელიც ამერიკელებს 1945 წლის 14 აგვისტომ მოჰგვარა. დღე, როდესაც იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

 

 

წყარო: on.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner