logo_geo
eng_logo
ოკუპატები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან
- +

13 მარტი. 2016. 12:17


შიდა ქართლში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ცოტა ხნის წინ განახლდა ადგილობრივი მოსახლოების ბაღებზე გზის გაყვანის სამუშაოები. ამ წუთებში აქ გრეიდერი მუშაობს.


პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება.


გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლოებამ ბაღების დაბრუნების იმედიც დაკარგა.


ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner