logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს
- +

19 სექტემბერი. 2016. 12:35


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად პოლიცია არის აპოლიტიკური.



მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეუძლია მინისტრს, პირობა დადოს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნებზე არ განმეორდება.



ჩვენ არ ვერევით პოლიტიკურ პროცესებში. პირობას ვდებ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს და თუკი რაიმე სიგნალი იქნება იმისა, რომ ასეთი ფაქტები ხდება, ჩვენ უმალვე აღვკვეთავთ და მსგავსი არ განმეორდება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner