„საქართველოში მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე იტალიაში, უნგრეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და სხვა მრავალ ქვეყანაში", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, მედია ტოტალურად იყო მთავრობის კონტროლის ქვეშ.
„2012 წელს ვიყავით 104-ე ადგილზე. დღეს, ვინმე თუ იტყვით, რომ პროსახელისუფლებო მედია არსებობს? შემახსენეთ, ჟურნალისტები აქ ბრძანდებით. კორპორაციული მედია ისევ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას" - „რუსთავი 2", „ტაბულა". მედია ტოტალურად იყო მთავრობის ხელში და კონტროლდებოდა სააკაშვილის მიერ. „მაესტრომ" თავის დახსნა შეძლო, „კავკასია" დღეს იმავეს აგრძელებს. გაიხსენეთ, 26 მაისის წინ როგორ იქცეოდა „მაესტრო"? გადააჭარბა სხვა ტელევიზიებს", - განაცხადა ივანიშვილმა.